ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 94

  1. 1
    მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევძახოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
  2. 2
    სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე და სიმღერით ხოტბა შევასხათ მას.
  3. 3
    რადგან დიადი ღმერთია უფალი, დიადი მეფე, ყველა ღვთაებაზე აღმატებული,
  4. 4
    რომელსაც ხელთ უპყრია მიწის სიღრმეები; მთათა მწვერვალები მას ეკუთვნის.
  5. 5
    მისია ზღვა, მან შექმნა იგი და თავისი ხელებით გამოსახა ხმელეთი.
  6. 6
    მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიდრიკოთ; მუხლი მოვიყაროთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე.
  7. 7
    რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,
  8. 8
    ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში,
  9. 9
    როცა მცდიდნენ თქვენი მამები; გამომცადეს, თუმცა იხილეს ჩემი საქმენი.
  10. 10
    ორმოც წელიწადს მაძულებდა თავს ის თაობა და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია, არ იციან ჩემი გზები.
  11. 11
    ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანებისას, რომ ვერ შემოვლენ-მეთქი ჩემს სიმშვიდეში.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 94 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა