ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 95

  1. 1
    უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, უმღერე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
  2. 2
    უმღერეთ უფალს, აკურთხეთ მისი სახელი, დღითიდღე ახარეთ ხსნა მისმიერი.
  3. 3
    აუწყეთ ერებს მისი სიდიადე, ყოველ ხალხს მისი სასწაულები.
  4. 4
    რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი, ყველა ღმერთზე საშიშია იგი.
  5. 5
    რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, უფალმა კი ცანი შექმნა.
  6. 6
    სიდიადე და ბრწყინვალებაა მის წინაშე, ძალა და მშვენიერებაა - მის საწმიდარში.
  7. 7
    უძღვენით უფალს, ხალხთა ტომებო, უძღვენით უფალს - დიდება და ძალა.
  8. 8
    უძღვენით უფალს დიდება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
  9. 9
    თაყვანი ეცით უფალს წმიდა მოწიწებით; თრთოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
  10. 10
    უთხარით ერებს: უფალი მეფობს! დიახ, მტკიცედ არის დაფუძნებული სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს თანაბრად.
  11. 11
    გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ. იხმაუროს ზღვამ და სავსებამ მისმა.
  12. 12
    გაიხაროს ტრამალმა და ყველაფერმა, რაც მასზეა. მაშინ იზეიმებს ტყის ყოველი ხე
  13. 13
    უფლის წინაშე, რადგან ქვეყნიერების განსასჯელად მოდის იგი; სიმართლით განსჯის ქვეყნიერებას და ხალხებს - თავისი ჭეშმარიტებით.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 95 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა