ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 97
- 1უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა. მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა მოუტანა მას გამარჯვება.
- 2გააცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ერების თვალწინ გამოავლინა თავისი სიმართლე.
- 3გაუხსენა თავისი წყალობა და ერთგულება ისრაელის სახლს. იხილეს დედამიწის კიდეებმა ხსნა ჩვენი ღმერთისა.
- 4სიხარულით შეჰყიჟინეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! იმხიარულეთ, სიხარულით შესძახეთ და ქება უმღერეთ.
- 5უგალობეთ უფალს ქნარით; ქნარით და გალობის ხმით.
- 6საყვირებით და ბუკის ხმით იყიჟინეთ მეფის, უფლის წინაშე.
- 7ახმაურდეს ზღვა და სავსება მისი, მსოფლიო და მკვიდრნი მისი.
- 8ტაში შემოჰკრან მდინარეებმა, ერთად იგალობონ მთებმა უფლის წინაშე,
- 9რადგან მოდის ქვეყნიერების განსაკითხად. სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას და ხალხებს - მიუკერძოებლად.
იტვირთება შემდეგი თავი