მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    და უთხრა თავის მსახურებს: ეს არის იოანე ნათლისმცემელი, იგი აღდგა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში.
  2. 2
    ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, - ჰეროდიას გამო.
  3. 3
    ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არაა მისი ყოლა.
  4. 4
    უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, იმიტომ რომ წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
  5. 5
    ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასული ცეკვავდა შეკრებილთა წინაშე და ასიამოვნა ჰეროდეს.
  6. 6
    ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას მიეცა, რაც არ უნდა მოეთხოვა.
  7. 7
    ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.
  8. 8
    შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო ბრძანა მიცემა.
  9. 9
    და წარგზავნა საპყრობილეში იოანესათვის თავის მოსაკვეთად.
  10. 10
    მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა.
  11. 11
    მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს; მივიდნენ და შეატყობინეს იესოს.
  12. 12
    ეს რომ მოისმინა, იესო წავიდა იქიდან ნავით ერთ უდაბურ ადგილას განმარტოებით; ხოლო ხალხს რომ ესმა ეს, ფეხით გაჰყვა მას ქალაქებიდან.
  13. 13
    გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეეცოდა ისინი და განკურნა მათი სნეულები,
  14. 14
    როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის.
  15. 15
    იესომ კი უთხრა მათ: მაგათ არ სჭირდებათ წასვლა; თქვენ მიეცით მათ საჭმელი.
  16. 16
    ხოლო მათ უთხრეს მას: ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს.
  17. 17
    და მან უთხრა: მომიტანეთ მე ისინი აქ.
  18. 18
    უბრძანა ხალხს ბალახზე დასხდომა, აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს.
  19. 19
    ყველამ ჭამა და გაძღა; და დარჩენილი ნატეხები აიღეს თორმეტი სავსე გოდორი.
  20. 20
    ხოლო ისინი, ვინც ჭამა, დაახლოებით ხუთი ათასი კაცი იყო, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა.
  21. 21
    და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ მეორე მხარეს, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა.
  22. 22
    და გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რომ განმარტოებით ელოცა; საღამო დადგა და მარტო იყო იქ.
  23. 23
    ხოლო ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და უბედურებაში იყო ტალღებისაგან, იმიტომ რომ პირქარი იყო.
  24. 24
    ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სიარულით.
  25. 25
    მოწაფეებმა რომ დაინახეს იგი ზღვაზე მავალი, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს.
  26. 26
    მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!
  27. 27
    პეტრემ უთხრა მას პასუხად: უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ.
  28. 28
    მან კი უთხრა: მოდი! პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ მიდიოდა, რომ იესოსთან მისულიყო.
  29. 29
    მაგრამ, ქარი რომ შენიშნა, შეეშინდა, ჩაძირვა იწყო და დაიყვირა: უფალო, მიხსენი მე!
  30. 30
    იესომ იმწამსვე გაუწოდა ხელი, მოჰკიდა მას და უთხრა: რატომ დაეჭვდი, მცირედ მორწმუნევ?
  31. 31
    და როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა.
  32. 32
    ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: ჭეშმარიტად ხარ შენ ძე ღმერთისა.
  33. 33
    გადავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
  34. 34
    იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მის ყოველ მხარეს და მოუყვანეს მას ყველა ავდმყოფი.
  35. 35
    და ევედრებოდნენ მას, რომ მხოლოდ მისი სამოსის კიდეს შეხებოდნენ; და ვინც შეეხო, განიკურნა.
  36. 36
    მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს:
იტვირთება შემდეგი თავი