მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 15

  1. 1
    რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამის დროს.
  2. 2
    მან კი მიუგო მათ პასუხად: თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემის გამო?
  3. 3
    ვინაიდან ღმერთმა თქვა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამისა გინდ დედის აუგის მთქმელი, სიკვდილით მოკვდეს.
  4. 4
    თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან თავის დედას: ღმერთს ძღვენი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, -
  5. 5
    ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას; ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემით.
  6. 6
    თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენს შესახებ, როცა ამბობდა:
  7. 7
    ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.
  8. 8
    ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რაკი მოძღვრებებს - ადამიანთა განკარგულებებს ასწავლიან.
  9. 9
    მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: ისმინეთ და გაიგეთ:
  10. 10
    ადამიანს შებილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამედ რაც პირიდან გამოდის, ის შებილწავს ადამიანს.
  11. 11
    მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით ცდუნდნენ?
  12. 12
    მან კი მიუგო პასუხად: ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ციურმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
  13. 13
    მოეშვით მათ; ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.
  14. 14
    პეტრემ უთხრა მას პასუხად: აგვიხსენი ჩვენ ეს იგავი.
  15. 15
    ხოლო მან თქვა: ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ კიდევ?
  16. 16
    ნუთუ კიდევ არ გესმით, რომ ყოველი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გამოდის გარეთ?
  17. 17
    მაგრამ პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს.
  18. 18
    ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმეობანი, გმობანი.
  19. 19
    ეს ბილწავს ადამიანს, ხოლო დაუბანელი ხელით ჭამა არ ბილწავს ადამიანს.
  20. 20
    გამოვიდა იქიდან, იესო და მივიდა ტვიროსის და სიდონის მხარეებში.
  21. 21
    და აი, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ საზღვრებიდან და შეჰყვირა მას: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია.
  22. 22
    მან კი სიტყვითაც არ უპასუხა მას. მოწაფეები მიუახლოვდნენ მას და სთხოვეს: გაუშვი იგი, რომ მოგვყვირის ჩვენ.
  23. 23
    მან კი პასუხად უთხრა: მე წარმოგზავნილი ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.
  24. 24
    დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: მიშველე, უფალო!
  25. 25
    ხოლო მან მიუგო მას პასუხად: არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.
  26. 26
    დედაკაცმა უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა. მაშინ მიუგო იესომ მას პასუხად: ო, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა; გქონდეს, როგორც შენ გსურს. და იმ საათში განიკურნა მისი ქალიშვილი.
  27. 27
    წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ.
  28. 28
    და მოვიდა მასთან დიდძალი ხალხი; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დაამხეს მის ფეხებთან, და მან განკურნა ისინი.
  29. 29
    ასე რომ უკვირდა ხალხს, ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, დასახიჩრებულნი გაჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
  30. 30
    იესომ კი დაუძახა თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი არაფერი აქვს; არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რომ გზაში არ დაუძლურდნენ.
  31. 31
    უთხრეს მას მოწაფეებმა: უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?
  32. 32
    იესო ეუბნება მათ: რამდენი პური გაქვთ? მათ უთხრეს: შვიდი და მცირეოდენი თევზი.
  33. 33
    მაშინ უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე წამოწოლილიყვნენ.
  34. 34
    აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლობდა, დაამტვრია და მისცა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს.
  35. 35
    ყველამ ჭამა და გაძღა; ხოლო ნარჩენი ნატეხებისაგან შვიდი სავსე კალათი აიღეს.
  36. 36
    ხოლო ისინი, ვინც ჭამა, ოთხი ათასი კაცი იყო, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა.
  37. 37
    გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალის საზღვრებში.
  38. 38
    მოვიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად თხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ციდან ნიშანი.
  39. 39
    ხოლო მან პასუხად უთხრა: საღამოთი თქვენ ამბობთ: მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელია;
იტვირთება შემდეგი თავი