მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1და დილით კი: დღეს ავდარი იქნება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა.
- 2ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იოანეს ნიშნისა. დატოვა ისინი და წავიდა.
- 3გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.
- 4ხოლო იესომ უთხრა მათ: დაუკვირდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
- 5ისინი კი თავისთვის ფიქრობდნენ და ამბობდნენ, პური არ წამოგვიღიაო.
- 6იცოდა იესომ და უთხრა მათ: რატომ ფიქრობთ თქვენთვის, მცირედ მორწმუნენო, რომ პური არ წამოგიღიათ?
- 7ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და არ გახსოვთ ხუთი პური ხუთი ათასზე და კიდევ რამდენი გოდორი აიღეთ?
- 8არც შვიდი პური ოთხი ათასზე, და რამდენი კალათი აიღეთ?
- 9რატომ ვერ გაგიგიათ, რომ მე პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისევლეთა და სადუკეველთა საფუარს.
- 10მაშინ მიხვდნენ, რომ იგი ელაპარაკებოდა მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
- 11ფილიპეს კესარიის მხარეებში მისვილისას იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რა ჰგონია ხალხს, ვინ არის ძე კაცისა?
- 12მათ უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი, ზოგს ილია და ზოგს იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
- 13ეუბნება მათ: თქვენ კი რას იტყვით: ვინ ვარ მე?
- 14სიმონ- პეტრემ უთხრა მას პასუხად: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა ცოცხლისა.
- 15მიუგო მას პასუხად იესომ: ნეტარ ხარ შენ, სიმონ იოანეს ძე, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაშია.
- 16და მეც გეუბნები შენ: შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი.
- 17მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს; და რასაც შეჰკრავ დედამიწაზე, ზეცაში შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაში.
- 18მაშინ აუკრძალა მოწაფეებს - არავისთვის ეთქვათ, რომ ის არის ქრისტე.
- 19მას შემდეგ დაიწყო იესომ გამოცხადება თავისი მოწაფეებისათვის, რომ ის უნდა წავიდეს იერუსალიმს, მრავლად იტანჯოს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან და მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.
- 20პეტრემ გაიხმო იგი, არწმუნებდა: შეიწყალე თავი, უფალო! არ მოგიხდეს ასე!
- 21ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: მომცილდი, სატანავ! საცდუნებლად ხარ ჩემს მიმართ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამინაურია.
- 22მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა იესომ: ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.
- 23ვინაიდან ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს, ის დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას.
- 24რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, ხოლო თავისი სული დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
- 25ვინაიდან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მათი ნამოქმედარის მიხედვით.
- 26ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას თავის სასუფეველში მომავალს.
- 27ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
- 28და გარდაიქმნა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით თეთრი გახდა.
იტვირთება შემდეგი თავი