მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1და აი, გამოეცხადნენ მათ მოსე და ილია, მასთან მოსაუბრენი.
- 2პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ილიას.
- 3ვიდრე ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, აი, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აი ამბობს ხმა ღრუბლიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც ჩემი სათნოებაა; უსმინეთ მას.
- 4ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ.
- 5იესომ მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: წამოდექით და ნუ გეშინიათ.
- 6თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ იხილეს, გარდა თვით იესოსი.
- 7როცა ისინი მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: არავის არაფერი მოუყვეთ ამ სანახაობის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.
- 8და ჰკითხეს მას მოწაფეებმა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ილია უნდა მოვიდეს?
- 9ხოლო მან მიუგო პასუხად: ნამდვილად ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს.
- 10მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ილია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და მოექცნენ ისე, როგორც უნდოდათ; ასევე ძე კაცისასაც მოელის მათგან ტანჯვა.
- 11მაშინ გაიგეს მოწაფეებმა, რომ ის ელაპარაკებოდა იოანე ნათლისმცემელზე.
- 12როცა ისინი ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მივიდა მასთან და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე.
- 13და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე; იგი მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან ხშირად ვარდება ცეცხლში და ხშირად წყალში.
- 14მივიდნენ იგი შენს მოწაფეებთან და მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.
- 15იესომ მიუგო მას პასუხად: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმა! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი.
- 16შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი.
- 17მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?
- 18ხოლო მან უთხრა მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადი, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
- 19ეს მოდგმა კი მხოლო ლოცვითა და მარხვით განიდევნება.
- 20გალილეაში გავლისას უთხრა მათ იესომ: ძე კაცისა გადაცემულ იქნება კაცთა ხელში,
- 21და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება. და ისინი მეტისმეტად დაღონდნენ.
- 22ხოლო როცა კაპერნაუმს მოვიდნენ, პეტრესთან მივიდნენ დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?
- 23მან უთხრა: ჰო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს - თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?
- 24როცა თქვა: უცხოთაგან, იესომ უთხრა მას: მაშ, ძენი თავისუფლები არიან.
- 25მაგრამ, ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს; წამოიღე იგი და მიეცი ჩემთვის და შენთვის.
- 26იმ დროს მოვიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?
- 27იესომ მოუხმო ბავშვს და ჩააყენა მათ შუა.
იტვირთება შემდეგი თავი