მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 18

  1. 1
    და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქენით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
  2. 2
    ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უფრო დიდი ცათა სასუფეველში.
  3. 3
    და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
  4. 4
    ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგან, რომელთაც მე ვწამვარ, აცდუნებს, მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილი ქვა ჩამოეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ.
  5. 5
    ვაი ქვეყნიერებას ცდუნებებისაგან. ვინაიდან საჭიროა ცდუნებების მოსვლა. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება.
  6. 6
    თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე შენგან; უმჯობესია შენთვის დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე ცხოვრებაში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში.
  7. 7
    და თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე შენგან; უმჯობესია შენთვის ცალი თვალით შეხვიდე ცხოვრებაში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლოვან გეენაში.
  8. 8
    შეხედეთ, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
  9. 9
    ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა დაღუპულის გადასარჩენად.
  10. 10
    რა გგონიათ თქვენ? კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს რომ გზა დაებნას, მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზადაბნეულის მოსაძებნად?
  11. 11
    და თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ დაბნევიათ.
  12. 12
    ასევე არ არის ნება თქვენი ზეციერი მამისა, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.
  13. 13
    ხოლო თუ შენი ძმა შესცოდებს, მიდი და ამხილე იგი, როცა ორივენი მარტო იყოთ; თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა.
  14. 14
    ხოლო თუ არ მოგისმენს, წაიყვანე თან კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.
  15. 15
    თუ არც მათ მოუსმენს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას მოუსმენს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე.
  16. 16
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება; ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
  17. 17
    ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენთაგანი შეთანხმდება დედამიწაზე მოითხოვოს ნებისმიერი რამ, ექნებათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია.
  18. 18
    ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის.
  19. 19
    მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს მიმართ რომ შესცოდოს? შვიდჯერამდე?
  20. 20
    უთხრა მას იესომ: არ გეუბნები შენ შვიდჯერამდე, არამედ სამოცდაათ გზის შვიდჯერამდე.
  21. 21
    ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი ადამიან მეფეს, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისაგან ანგარიშის გასწორება.
  22. 22
    როცა დაიწყო ანგარიში, მოიყვანეს მასთან ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი.
  23. 23
    და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ჰქონდა, და გადაეხადა.
  24. 24
    მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელობა გამოიჩინე ჩემს მიმართ, და ყველაფერს გადაგიხდი.
  25. 25
    ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა იგი და ვალიც მიუტევა.
  26. 26
    ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი ამხანაგი მონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ახრჩობდა და ეუბნებოდა: გადამიხადე რაც გმართებს.
  27. 27
    პირქვე დაემხო ამხანაგი-მონა, ევედრებოდა და ეუბნებოდა: სულგრძელობა გამოიჩინე ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი.
  28. 28
    მაგრამ მას არ უნდოდა, არამედ წავიდა და ჩააგდო საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
  29. 29
    მისმა ამხანაგმა მონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან, ძალიან აცნობეს ყოველივე მომხდარი.
  30. 30
    მაშინ მოუხმო მას თავისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! მთელი ვალი მოგიტევე შენ, რაკი მთხოვე.
  31. 31
    განა არ გეკადრებოდა შენც შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შეგიწყალე შენ?
  32. 32
    განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მწამებლებს, ვიდრე მთელ თავის ვალს გადაუხდიდა.
  33. 33
    ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.
  34. 34
    ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში იორდანის გაღმა.
  35. 35
    დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ.
იტვირთება შემდეგი თავი