მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაგზავნა თავის ვენახში.
  2. 2
    გამოვიდა დაახლოებით მესამე საათს და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგომარენი.
  3. 3
    და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც სამართლიანი იქნება, მოგცემთ, და ისინი წავიდნენ.
  4. 4
    კიდევ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს, და ასევე გააკეთა.
  5. 5
    გამოვიდა მეთერთმეტე საათს, ნახა სხვები მდგომარენი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?
  6. 6
    ხოლო მათ უთხრეს მას: რადგან არავინ დაგვიქირავა ჩვენ. უთხრა მათ: წადით თქვენც ვენახში და რაც სამართლიანი იქნება მოგცემთ.
  7. 7
    რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახა მუშებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან დაწყებული პირველამდე.
  8. 8
    მოვიდნენ ისინი მეთერთმეტე საათიდან და მიიღეს თითო დინარი.
  9. 9
    პირველად მოსულები კი ფიქრობდნენ, რომ მეტს მიიღებდნენ; მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
  10. 10
    და როცა მიიღეს, ბუზღუნი დაიწყეს სახლის პატრონის მიმართ.
  11. 11
    და ამბობდნენ: ამ უკანასკნელბმა მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს და შენ ისინი გაათანაბრე ჩვენთან, ვინც ვიტვირთეთ დღის სიმძიმე და სიცხე.
  12. 12
    მან კი ერთ მათგანს მიუგო პასუხად: მეგობარო, მე არ გაწყენინებ შენ; განა დინარად არ მომირიგდი?
  13. 13
    აიღე შენი და წადი; მე კი მინდა ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
  14. 14
    განა არ მაქვს უფლება, იმით, რაც ჩემია, რაც მინდა, ის გავაკეთო? თუ შენს თვალს შურს, რომ მე კეთილი ვარ?
  15. 15
    ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა.
  16. 16
    იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან წაიყვანა თორმეტი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში:
  17. 17
    აი, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ, და მსჯავრს დაადებენ მას სასიკვდილოდ.
  18. 18
    და გადასცემენ მას წარმართებს, რომ შებღალონ, გაროზგონ და ჯვარს აცვან. და მესამე დღეს აღდგება.
  19. 19
    მაშინ მიუახლოვდა მას ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანისცემით და რაღაცის თხოვნით მიმართავდა მას.
  20. 20
    და მან უთხრა მას: რა გნებავს? იგი ეუბნება მას: თქვი, რომ ეს ორი ჩემი ძე დაჯდეს ერთი მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.
  21. 21
    მიუგო იესომ პასუხად: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ? ხოლო მათ უთხრეს: შეგვიძლია.
  22. 22
    უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მიცემა ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომისა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ჩემი მამის მიერ.
  23. 23
    ეს რომ ესმა ათს, გაბრაზდნენ ორ ძმაზე.
  24. 24
    იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებას იყენებენ მათზე.
  25. 25
    მაგრამ თქვენს შორის არა ასე, არამედ, რომელსაც თქვენს შორის სურს დიდი იყოს, ის იყოს თქვენი მსახური.
  26. 26
    და რომელსაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის იყოს თქვენი მონა.
  27. 27
    ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.
  28. 28
    და როცა ისინი იერიხოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მოსდევდა მას.
  29. 29
    და აი, ორი ბრმა, რომლებიც გზის პირას ისხდნენ, როგორც კი გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ: და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!
  30. 30
    ხალხი კი უწყრებოდა მათ დადუმებულიყვნენ. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ, და ამბობდნენ: შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!
  31. 31
    იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: რა გნებავთ, რომ გაგიკეთოთ?
  32. 32
    უთხრეს მას: უფალო, თვალები რომ აგვეხილოს.
  33. 33
    შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.
  34. 34
    როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე.
იტვირთება შემდეგი თავი