მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1სასუფეველი ცათა ჰგავს ადამიან მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.
- 2და წარგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა.
- 3კვლავ წარგზავნა სხვა მონები და უთხრა: უთხარით მოწვეულებს: აი, მოვამზადე ჩემი ვახშამი, ჩემი ხბოები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის. მობრძანდით ქორწილში.
- 4მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს და ზოგი თავის მინდორზე წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე.
- 5სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
- 6ასე, რომ მეფე განრისხდა, გაგზავნა თავისი ჯარები და გაჟლიტა ის კაცისმკვლელნი, ხოლო მათი ქალაქი გადასწვა.
- 7მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ეს ქორწილი მზად არის, ხოლო მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი.
- 8ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც იპოვოთ, მოიწვიეთ ქორწილში.
- 9გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც იპოვეს, ბოროტი და კეთილი; და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით.
- 10მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და იქ ნახა კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა.
- 11და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია? ის კი დუმდა.
- 12მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: შეუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
- 13ვინაიდან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა.
- 14მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაიჭირონ იგი სიტყვაში.
- 15მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფეები ჰეროდიანელებთან ერთად და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას და არავისთვის არ ზრუნავ, ვინაიდან არ უყურებ ადამიანებს სახეში.
- 16ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?
- 17იესომ, იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: რატომ მცდით მე, თვალთმაქცნო?
- 18მიჩვენეთ ხარკის მონეტა. და მოუტანეს მას დინარი.
- 19მან უთხრა მათ: ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?
- 20მათ თქვეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა - კეისარს და ღმერთისა - ღმერთს.
- 21ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.
- 22იმ დღეს მოვიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო; და ჰკითხეს მას:
- 23მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე მოკვდეს და შვილები არ ჰყავდეს, მისმა ძმამ უნდა მიიყვანოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
- 24ჩვენთან იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, თესლი არ ჰყავდა და თავისი ცოლი თავის ძმას დაუტოვა.
- 25ჩვენთან იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, თესლი არ ჰყავდა და თავისი ცოლი თავის ძმას დაუტოვა.
- 26ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
- 27ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა.
- 28ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან, ვისი ცოლი იქნება ის? ის ხომ ყველას ჰყავდა.
- 29მიუგო იესომ მათ პასუხად: ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
- 30ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცათა შინა.
- 31ხოლო მკვდართა აღდგომის შესახებ ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთის მიერ თქვენთვის თქმული:
- 32მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არა, არამედ ცოცხლებისაა.
- 33ესმოდა ეს ხალხს და აოცებდა მისი მოძღვრება.
- 34ხოლო ფარისევლებმა გაიგონეს, რომ მან დაადუმა სადუკევლები, და ერთად შეიკრიბნენ.
- 35ერთმა მათგანმა, სჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას:
- 36მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი სჯულში?
- 37ხოლო მან უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
- 38ეს არის დიდი და პირველი მცნება.
- 39და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
- 40ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი სჯული და წინასწარმეტყველნიც.
- 41როცა ფარისევლები შეგროვდნენ, იესომ ჰკითხა მათ:
- 42რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეს შესახებ? ვისი ძეა ის? მათ უთხრეს მას: დავითისა.
- 43უთხრა მათ: როგორღა არის, რომ დავითი სულით უწოდებს მას უფალს, როცა ამბობს:
- 44უთხრა უფალმა ჩემს უფალს: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავალაგებ შენ ფეხთა ქვეშ?“
- 45მაშ, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?
- 46და არავის შეეძლო მისთვის სიტყვის მიგება; იმ დღის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა მისთვის შეკითხვების მიცემის.
იტვირთება შემდეგი თავი