მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1ჰოდა, როცა მოწყალებას იქმ, ნუ გაახმაურებ შენს წინ, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
- 2შენ კი, როცა მოწყალებას იქმ, დაე შენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას იქმს შენი მარჯვენა.
- 3რათა შენი მოწყალება იყოს ფარულად; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ.
- 4როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დადგომა და ლოცვა, რომ ხალხს ეჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
- 5შენ კი, როცა ლოცულობ, შენი შენს ოთახში, დაკეთე შენი კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ.
- 6ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან მათ ჰქონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობით შესმენილ იქნებიან.
- 7ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე მას თხოვდეთ.
- 8თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
- 9და მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
- 10პური ჩვენი არსებობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
- 11და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენში, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
- 12და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ.
- 13ვინაიდან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
- 14ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
- 15ასევე, როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი; ვინაიდან ისინი ღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რომ ადამიანებს მარხულებად ეჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
- 16ხოლო შენ, როცა მარხულობ, მოიცხე შენს თავზე და დაიბანე შენი პირი,
- 17რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ.
- 18ნუ მოაგროვებთ თქვენთვის საუნჯეებს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობენ და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
- 19ხოლო მოაგროვეთ თქვენთვის საუნჯენი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობენ, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
- 20ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
- 21სხეულის სანათი თვალია; ჰო და, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.
- 22ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდია?
- 23არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონსაც.
- 24ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
- 25შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენ ზეციერი მამა ასაზროებს მათ; განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?
- 26და რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით ტავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?
- 27და სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
- 28მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
- 29თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არსებობს, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო ბევრად არა, მცირედ მორწმუნენო?
- 30ამრიგად, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან რით შევიმოსოთ?
- 31ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.
- 32თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ.
- 33ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი უბედურება.
- 34ნუ გაასამართლებთ, რომ არ გასამართლდეთ.
იტვირთება შემდეგი თავი