მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1და აი, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, YYთუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
- 2გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: მინდა, განიწმინდე, და მყისვე განიწმინდა იგი თავისი კეთრისაგან.
- 3და უთხრა მას იესომ: ნახე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათდა დასამოწმებლად.
- 4როცა ლაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა
- 5და უთხრა: უფალო, ჩEემი მსახური წევს სახლში დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.
- 6უთხრა მას: მე მოვალ და განვკურნავ მას.
- 7იმ ასისთავმა კი უთხრა პასუხად: უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და გაჯანმრთელდება ჩემი მსახური.
- 8ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. და ერთს ვეუბნები: წადი! - და მიდის. და სხვას: მოდი! - და მოდის; ჩემს მონას: გააკეთე ეს! - და აკეთებს.
- 9ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და მის მიმყოლებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.
- 10ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაჰამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში.
- 11ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
- 12და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და როგორც ირწმუნებ, ისე მოგეგოს. და იმ საათში გაჯანმრთელდა მისი მსახური.
- 13იესომ მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე ცხელებით შეპყრობილი.
- 14შეეხო მის ხელს და ცხელებამ დატოვა ქალი, იგი წამოდგა და ემსახურა მათ.
- 15როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან, და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა.
- 16რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: მან წაიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.
- 17თავის ირგვლივ დიდძალი ხალხი რომ დაინახა, იესომ უბრძანა მეორე ნაპირზე გასვლა.
- 18მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, გამოგყვები შენ, სადაც კი წახვალ.
- 19იესო ეუბნება მას: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. ძე კაცისას კი არ გააჩნია, სად დადოს თავი.
- 20ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.
- 21მაგრამ იესო ეუბნება მას: შენ მე გამომყევი და მკვდრებს აცალე თავიანთი მკვდრების დამარხვა.
- 22ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.
- 23და აი დაიწყო დიდი ღელვა ზღვაზე, ისე რომ ნავი ტალღებით იფარებოდა; მას კი ეძინა.
- 24მიუახლოვდნენ, გააღვიძეს იგი და უთხრეს: უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.
- 25და უთხრა მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოდგა დიდი სიწყნარე.
- 26ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც მას რომ ემორჩილებიან?
- 27როცა მეორე ნაპირზე ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა, მას შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან ამოვიდნენ მეტისმეტად მრისხანენი, ისე რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.
- 28და აი, მათ მორთეს ყვირილი: რა ჩვენ და შენ, ძეო ღმერთისა? ვადაზე ადრე მოხვედი აქ, რომ გვტანჯო ჩვენ?
- 29მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი.
- 30და ეშმაკები შეევედრნენ მას: თუ გაგვდევნი ჩვენ, გაგვგზავნე ღორების კოლტში.
- 31და უთხრა მათ: წადით! ისინი გამოვიდნენ და წავიდნენ ღორებში. და აი, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.
- 32მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, და ეშმაკეულებზეც.
- 33და აი, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ მათი საზღვრებიდან წასულიყო.
- 34მაშინ ჩაჯდა ნავში, გადაიარა და მივიდა თავის ქალაქში.
იტვირთება შემდეგი თავი