დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    ეს არის ნოეს ვაჟების - სემის, ქამისა და იაფეთის ამბავი. წარღვნის შემდეგ მათ ვაჟები შეეძინათ.
  2. 2
    იაფეთის ვაჟები იყვნენ: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
  3. 3
    გომერის ვაჟები იყვნენ: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
  4. 4
    იავანის ვაჟები იყვნენ: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
  5. 5
    მათგან გამრავლდნენ კუნძულებზე მცხოვრებნი თავიანთ მიწაზე, ყველა თავისი ენის მიხედვით, თავისი საგვარეულოსა და თავისი ერის მიხედვით.
  6. 6
    ქამის ვაჟები იყვნენ: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
  7. 7
    ქუშის ვაჟები იყვნენ: სება, ხავილა, საბთა, რაამა და საბთექა. რაამას ვაჟები იყვნენ: შება და დედანი.
  8. 8
    ქუშს შეეძინა ნიმროდი. ის იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე,
  9. 9
    ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე. ამიტომაც ამბობენ, ნიმროდივით იეჰოვას მოწინააღმდეგე ძლიერი მონადირეაო.
  10. 10
    ბაბილონით, ერექით, აქადითა და ქალნით ჩაეყარა საფუძველი მის სამეფოს შინარის მიწაზე,
  11. 11
    საიდანაც შევიდა ასურეთში და ააშენა ნინევე, რეხობოთირი, ქალახი
  12. 12
    და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, და ამგვარად წარმოიქმნა ერთი დიდი ქალაქი.
  13. 13
    მიცრაიმს შეეძინა ლუდიმი, ანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,
  14. 14
    ფათრუსიმი, ქასლუხიმი (ფილისტიმელთა წინაპარი) და ქაფთორიმი.
  15. 15
    ქანაანს შეეძინა სიდონი - პირმშო, ხეთი,
  16. 16
    აგრეთვე იებუსელები, ამორეველები, გირგაშელები,
  17. 17
    ხიველები, არკიელები, სინელები,
  18. 18
    არვადელები, ცემარელები და ხამათელები; ამის შემდეგ ქანაანელების საგვარეულო გაიფანტა.
  19. 19
    ქანაანელების საზღვარი იყო სიდონიდან გერარამდე, ღაზას მახლობლად, სოდომსა და გომორამდე, ადმასა და ცებოიმამდე, ლაშას მახლობლად.
  20. 20
    ესენი იყვნენ ქამის ვაჟები თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით თავიანთ მიწაზე, თავიანთი ხალხების მიხედვით.
  21. 21
    სემს, ებერის ყველა ვაჟის წინაპარსაც (მისი უფროსი ძმა იაფეთი იყო) შეეძინა შთამომავლობა.
  22. 22
    სემის ვაჟები იყვნენ: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
  23. 23
    არამის ვაჟები იყვნენ: უცი, ხული, გეთერი და მაში.
  24. 24
    არფაქშადს შეეძინა შელახი, შელახს - ებერი.
  25. 25
    ებერს შეეძინა ორი ვაჟი. ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს დაიყო დედამიწა, მის ძმას კი - იოკტანი.
  26. 26
    იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,
  27. 27
    ჰადორამი, უზალი, დიკლა,
  28. 28
    ობალი, აბიმაელი, შება,
  29. 29
    ოფირი, ხავილა და იობაბი; ესენი ყველანი იოკტანის ვაჟები იყვნენ.
  30. 30
    მათი საცხოვრებელი მეშადან სეფარამდე იყო გადაჭიმული, აღმოსავლეთის მთაგორიან მხარემდე.
  31. 31
    ესენი იყვნენ სემის ვაჟები თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით თავიანთ მიწაზე, თავიანთი ხალხების მიხედვით.
  32. 32
    ესენი იყვნენ ნოეს ვაჟების ოჯახები თავიანთი საგვარეულოებისა და თავიანთი ხალხების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან გამრავლდნენ ხალხები დედამიწაზე.
იტვირთება შემდეგი თავი