დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 27

  1. 1
    მოხუცდა ისაკი და თვალთ დააკლდა. მოუხმო ესავს, თავის უფროს ვაჟს, და უთხრა: „შვილო!“ რაზეც მიუგო: „აქა ვარ!“
  2. 2
    მან უთხრა: „უკვე მოვხუცდი. არ ვიცი, როდის დადგება ჩემი სიკვდილის დღე.
  3. 3
    აიღე ახლა შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი მინდორში და ნანადირევი მომიტანე.
  4. 4
    მომიმზადე გემრიელი კერძი, როგორიც მე მიყვარს, და საჭმელად მომიტანე, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდები“.
  5. 5
    უსმენდა რებეკა, როცა ელაპარაკებოდა ისაკი ესავს, თავის ვაჟს. წავიდა ესავი მინდორში ნანადირევის მოსატანად.
  6. 6
    უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ვაჟს: „მოვისმინე, რას ეუბნებოდა მამაშენი ესავს, შენს ძმას,
  7. 7
    ნანადირევი მომიტანე და საჭმელად გემრიელი კერძი მომიმზადე, რომ გაკურთხო იეჰოვას წინაშე, სანამ მოვკვდებიო.
  8. 8
    ახლა გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი.
  9. 9
    წადი ფარაში და მომიყვანე ორი საღი თიკანი, რომ თავისი საყვარელი, გემრიელი კერძი მოვუმზადო მამაშენს.
  10. 10
    შემდეგ საჭმელად მიუტანე, რათა გაკურთხოს, სანამ მოკვდება“.
  11. 11
    იაკობმა რებეკას, დედამისს, მიუგო: „მაგრამ ესავი თმიანია, მე კი - არა.
  12. 12
    ხელი რომ მომისვას მამაჩემმა?! იფიქრებს აბუჩად მიგდებსო და კურთხევის ნაცვლად წყევლას დავიტეხ“.
  13. 13
    დედამისმა მიუგო: „ჩემზე გადმოვიდეს შენი წყევლა, შვილო. შენ მხოლოდ გაიგონე ჩემი სიტყვა და მომიყვანე ისინი“.
  14. 14
    მანაც მიუყვანა და მოამზადა დედამისმა გემრიელი კერძი, როგორიც მამამისს უყვარდა.
  15. 15
    მოიტანა რებეკამ თავისი უფროსი ვაჟის, ესავის, ყველაზე ძვირფასი ტანსაცმელი, სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა თავის უმცროს ვაჟს, იაკობს;
  16. 16
    ხელებზე და კისრის უთმო ადგილზე კი თიკნის ტყავი გაუკეთა.
  17. 17
    და მისცა იაკობს, თავის ვაჟს, თავისი მომზადებული გემრიელი კერძი და პური.
  18. 18
    მივიდა იგი მამამისთან და უთხრა: „მამა!“ რაზეც მან მიუგო: „ჰო, შვილო! რომელი ხარ?“
  19. 19
    იაკობმა უთხრა მამამისს: „ესავი ვარ, შენი პირმშო. ისე გავაკეთე, როგორც მითხარი. საჭმელად წამოჯექი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა“.
  20. 20
    ისაკმა უთხრა თავის ვაჟს: „ასე ჩქარა როგორ იპოვე, შვილო?“ მან მიუგო: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, შემახვედრა“.
  21. 21
    უთხრა ისაკმა იაკობს: „ახლოს მოდი, რომ ხელი მოგისვა, შვილო, გავიგო, მართლა ესავი ხარ თუ არა“.
  22. 22
    იაკობიც მივიდა ახლოს ისაკთან, მამამისთან, მან ხელი მოუსვა და თქვა: „ხმა იაკობისაა, მაგრამ ხელები - ესავისა“.
  23. 23
    ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის, ხელებივით თმიანი ჰქონდა. აკურთხა მან იგი.
  24. 24
    შემდეგ ჰკითხა: „მართლა ჩემი ვაჟი ესავი ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ“.
  25. 25
    ახლოს მომიტანე, რომ ვჭამო ჩემი ვაჟის ნანადირევი, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიუტანა და დაიწყო მან ჭამა. მიუტანა ღვინოც და ისიც სვამდა.
  26. 26
    უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „ახლოს მოდი და მაკოცე, შვილო“.
  27. 27
    მივიდა იგი და აკოცა. იგრძნო მან მისი ტანსაცმლის სუნი. აკურთხა იგი და თქვა: „ჩემი ვაჟის სუნი იეჰოვასგან კურთხეული მინდვრის სუნსა ჰგავს.
  28. 28
    მოგცეს ჭეშმარიტმა ღმერთმა ცის ნამი და დედამიწის პოხიერი ნიადაგი, უხვი მარცვლეული და ახალი ღვინო.
  29. 29
    შენ გემსახურონ ხალხები და ერებმა მდაბლად გცენ თაყვანი. იბატონე შენს ძმებზე და დედაშენის შვილებმა მდაბლად გცენ თაყვანი. დაწყევლილი იყოს, ვინც დაგწყევლის, და კურთხეული იყოს, ვინც გაკურთხებს“.
  30. 30
    როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ძლივს მოასწრო იაკობმა ისაკისგან, მამამისისგან, გამოსვლა, რომ მისი ძმა, ესავი, ნადირობიდან დაბრუნდა.
  31. 31
    მანაც მოამზადა გემრიელი კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: „მამა, ადექი, ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა“.
  32. 32
    ამაზე ისაკმა ჰკითხა: „რომელი ხარ?“ რაზეც მან მიუგო: „შენი ვაჟი ვარ, შენი პირმშო, ესავი“.
  33. 33
    მაშინ საშინელმა კანკალმა აიტანა ისაკი და იკითხა: „მაშ ის ვინღა იყო, რომელმაც ნანადირევი მომიტანა, შენ მოსვლამდე რომ ვჭამე, და ვაკურთხე იგი? კურთხეულიც ის იქნება!“
  34. 34
    მამამისის სიტყვების გაგონებაზე ესავმა ხმამაღლა, მწარედ ამოიგმინა: „მამა, მეც მაკურთხე, მეც!“
  35. 35
    მან კი უთხრა: „მოტყუებით მოვიდა შენი ძმა, რომ შენი კუთვნილი კურთხევა მიეღო“.
  36. 36
    ამაზე ესავმა უთხრა: „განა ამიტომ არ ჰქვია მას იაკობი, რომ უკვე მეორეჯერ მომექცა ასე?! ჯერ პირმშოობა წამართვა და ახლა - კურთხევა!“ შემდეგ ჰკითხა: „ნუთუ არ შემოინახე ჩემთვის კურთხევა?“
  37. 37
    ისაკმა მიუგო ესავს: „ბატონად დაგიდგინე იგი და ყველა ძმა მსახურად დავუყენე მას, სარჩოდ მარცვლეული და ახალი ღვინო მივეცი და შენ რაღა გიყო, შვილო?“
  38. 38
    ესავმა უთხრა მამამისს: „მამა, მარტო ერთი კურთხევა გაქვს? მეც მაკურთხე, მეც, მამა!“ ხმა აღიმაღლა ესავმა და აქვითინდა.
  39. 39
    მამამისმა ისაკმა უთხრა: „შორს იქნება შენი სამკვიდრებელი დედამიწის პოხიერი ნიადაგიდან და ცის ნამიდან.
  40. 40
    მახვილით იცხოვრებ და შენი ძმის მსახური იქნები, მაგრამ ვერ მოისვენებ და გადაიგდებ კისრიდან მის უღელს“.
  41. 41
    მტრულად განეწყო ესავი იაკობის მიმართ იმ კურთხევის გამო, რომლითაც მამამისმა აკურთხა იგი. გულში ამბობდა ესავი: „მამაჩემის გლოვის დღეები ახლოვდება, მერე კი მოვკლავ იაკობს, ჩემს ძმას“.
  42. 42
    როცა შეიტყო რებეკამ თავისი უფროსი ვაჟის, ესავის, ნათქვამი სიტყვები, მაშინვე მოუხმო იაკობს, თავის უმცროს ვაჟს, და უთხრა: „იცოდე, შენი ძმა ესავი, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს.
  43. 43
    გაიგონე ჩემი სიტყვა, შვილო, ადექი და ლაბანთან, ჩემს ძმასთან, გაიქეცი ხარანში.
  44. 44
    ცოტა ხანს მასთან იცხოვრე შენი ძმის რისხვის დაცხრომამდე,
  45. 45
    სანამ გადაივლის შენი ძმის რისხვა და დაავიწყდება, რაც გაუკეთე. შემდეგ წამოსაყვანად ვინმეს გამოგიგზავნი. რატომ უნდა დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს?“
  46. 46
    ამის შემდეგ ეუბნებოდა რებეკა ისაკს: „სიცოცხლე მომაძულეს ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელი ქალი მოიყვანა ცოლად, ისეთი, როგორებიც ამ ქვეყნის ქალები არიან, რაღად მინდა სიცოცხლე?!“
იტვირთება შემდეგი თავი