დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 36
- 1ეს არის ესავის ანუ ედომის ამბავი.
- 2ესავმა ქანაანელი ცოლები მოიყვანა: ხეთელი ელონის ასული ადა, ანას ასული ოჰოლიბამა, ხიველი ციბეონის შვილიშვილი,
- 3და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
- 4ადამ ესავს გაუჩინა ელიფაზი, ბასმათმა კი - რეუელი,
- 5ოჰოლიბამამ გააჩინა იეუში, იალამი და კორახი. ესენი არიან ესავის ვაჟები, რომლებიც მას ქანაანის მიწაზე შეეძინა.
- 6წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები, ვაჟები და ასულები, ყველა სული თავისი სახლიდან, თავისი ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო ქანაანის ქვეყანაში დაგროვილი მთელი სიმდიდრე და წავიდა თავისი ძმისგან, იაკობისგან, სხვა მიწაზე,
- 7ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ერთად ვერ იცხოვრებდნენ, რადგან არ ეყოფოდათ ხიზნობის მიწა მათი ჯოგების სიმრავლის გამო.
- 8დასახლდა ესავი სეირის მთიან მხარეში. ესავი იგივე ედომია.
- 9ეს არის სეირის მთიან მხარეში მცხოვრები ესავის, ედომის მამის ამბავი.
- 10ესავის ვაჟებს ერქვათ: ელიფაზი, რომელიც ესავის ცოლის, ადას ვაჟი იყო, და რეუელი, რომელიც ესავის ცოლის, ბასმათის ვაჟი იყო.
- 11ელიფაზის ვაჟები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გათამი და კენაზი.
- 12ელიფაზის, ესავის ვაჟის, ხარჭა იყო თიმნა. ელიფაზს მან ამალეკი გაუჩინა. ესენი არიან ესავის ცოლის, ადას ვაჟები.
- 13რეუელის ვაჟები იყვნენ: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის ვაჟები.
- 14ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ციბეონის შვილიშვილის, ანას ასულის ვაჟები, რომლებიც მან გაუჩინა ესავს: იეუში, იალამი და კორახი.
- 15ესენი არიან ესავის ვაჟები, რომლებიც თავკაცები იყვნენ, ესავის პირმშოს, ელიფაზის ვაჟები: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი,
- 16თავკაცი კორახი, თავკაცი გათამი და თავკაცი ამალეკი. ედომის ქვეყანაში ესენი არიან თავკაცები, ელიფაზის ვაჟები, ადას ვაჟები.
- 17ესენი არიან ესავის ვაჟის, რეუელის ვაჟები: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა და თავკაცი მიზა. ესენი არიან ედომის მიწის თავკაცები, რეუელის ვაჟები, ესავის ცოლის, ბასმათის ვაჟები.
- 18ესენი კი ესავის ცოლის, ოჰოლიბამას ვაჟები არიან: თავკაცი იეუში, თავკაცი იალამი და თავკაცი კორახი. ესენი არიან თავკაცები, ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ანას ასულის ვაჟები.
- 19ესენი არიან ესავის ვაჟები და თავკაცები. ის იგივე ედომია.
- 20ხორიელი სეირის ვაჟები, რომლებიც იმ მიწაზე მკვიდრობდნენ, იყვნენ: ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა,
- 21დიშონი, ეცერი და დიშანი. ესენი არიან ედომის მიწის ხორიელი თავკაცები, სეირის ვაჟები.
- 22ლოტანს შეეძინა ვაჟები: ხორი და ჰემამი. ლოტანის და იყო თიმნა.
- 23შობალის ვაჟები იყვნენ: ალვანი, მანახათი, ებალი, შეფო და ონამი.
- 24ციბეონის ვაჟები იყვნენ: აია და ანა. ეს ის ანაა, რომელმაც უდაბნოში ცხელი წყაროები იპოვა, როცა მამამისის, ციბეონის ვირებს მწყემსავდა.
- 25ანას შვილები იყვნენ: დიშონი და ოჰოლიბამა, რომელიც ანას ასული იყო.
- 26დიშონის ვაჟები იყვნენ: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
- 27ეცერის ვაჟები იყვნენ: ბილჰანი, ზაავანი და აკანი.
- 28დიშანის ვაჟები იყვნენ: უცი და არანი.
- 29ესენი არიან ხორიელი თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეონი, თავკაცი ანა,
- 30თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი და თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცები სეირის მიწის თავკაცთა მიხედვით.
- 31ესენი იყვნენ ედომის მიწის მეფეები, სანამ ისრაელის ძეებს მეფე ეყოლებოდათ.
- 32ედომში ბეორის ვაჟი ბელა მეფობდა. მის ქალაქს დინჰაბა ერქვა.
- 33მოკვდა ბელა და მის შემდეგ იობაბი, ბოცრელი ზერახის ვაჟი გამეფდა.
- 34მოკვდა იობაბი და მის შემდეგ გამეფდა ხუშამი თემანელთა ქვეყნიდან.
- 35მოკვდა ხუშამი და მის შემდეგ გამეფდა ჰადადი, ბედადის ვაჟი, რომელმაც მოაბის მიწაზე მიდიანელები დაამარცხა. მის ქალაქს ავითი ერქვა.
- 36მოკვდა ჰადადი და მის შემდეგ გამეფდა მასრეკელი სამლა.
- 37მოკვდა სამლა და მის შემდეგ გამეფდა შაული მდინარისპირა რეხობოთიდან.
- 38მოკვდა შაული და მის შემდეგ ბაალხანანი, აქბორის ვაჟი გამეფდა.
- 39მოკვდა აქბორის ვაჟი, ბაალხანანი და მის შემდეგ ჰადარი გამეფდა. მის ქალაქს ფაუ ერქვა. მისი ცოლის სახელი იყო მეჰეტაბელი. იგი იყო მეზაჰაბის ასულის, მატრედის ასული.
- 40ესენი არიან ესავის თავკაცები თავიანთი საგვარეულოების, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნა, თავკაცი ალვა, თავკაცი იეთეთი,
- 41თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელაჰი, თავკაცი ფინონი,
- 42თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,
- 43თავკაცი მაგდიელი და თავკაცი ირამი. ესენი არიან ედომის თავკაცები თავიანთი სამკვიდროსა და კუთვნილი მიწის მიხედვით. ესავია ედომის მამა.
იტვირთება შემდეგი თავი