დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი. იმ დღეს, როცა ღმერთმა ადამი შექმნა, თავის მსგავსებად შექმნა იგი.
- 2კაცად და ქალად შექმნა ისინი. აკურთხა და შექმნის დღეს ადამიანი უწოდა მათ.
- 3იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი. შეეძინა მას ვაჟი, მისი მსგავსი და ანარეკლი, და დაარქვა მას შეთი.
- 4შეთის დაბადების შემდეგ ადამმა რვაასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 5ადამის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ოცდაათ წელს, და მოკვდა იგი.
- 6იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შეეძინა ენოში.
- 7ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა რვაას შვიდი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 8შეთის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას თორმეტ წელს, და მოკვდა იგი.
- 9იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შეეძინა კენანი.
- 10კენანის დაბადების შემდეგ ენოშმა რვაას თხუთმეტი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 11ენოშის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ხუთ წელს, და მოკვდა იგი.
- 12იცოცხლა კენანმა სამოცდაათი წელი და შეეძინა მაჰალალელი.
- 13მაჰალალელის დაბადების შემდეგ კენანმა რვაას ორმოცი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 14კენანის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ათ წელს, და მოკვდა იგი.
- 15იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა იარედი.
- 16იარედის დაბადების შემდეგ მაჰალალელმა რვაას ოცდაათი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 17მაჰალალელის სიცოცხლის დღეები ითვლიდა რვაას ოთხმოცდათხუთმეტ წელს, და მოკვდა იგი.
- 18იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შეეძინა ენოქი.
- 19ენოქის დაბადების შემდეგ იარედმა რვაასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 20იარედის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას სამოცდაორ წელს, და მოკვდა იგი.
- 21იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა მეთუშალახი.
- 22მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი კიდევ სამას წელიწადს დადიოდა ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 23ენოქის სიცოცხლის დღეები ითვლიდა სამას სამოცდახუთ წელს.
- 24დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად; აღარ იყო იგი, რადგან ღმერთმა წაიყვანა.
- 25იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და შეეძინა ლამექი.
- 26ლამექის დაბადების შემდეგ მეთუშალახმა შვიდას ოთხმოცდაორი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 27მეთუშალახის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას სამოცდაცხრა წელს, და მოკვდა იგი.
- 28იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შეეძინა ვაჟი.
- 29დაარქვა ნოე და თქვა: „ნუგეშისცემით შეგვიმსუბუქებს შრომასა და ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა იეჰოვამ“.
- 30ნოეს დაბადების შემდეგ ლამექმა ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 31ლამექის სიცოცხლის დღეები ითვლიდა შვიდას სამოცდაჩვიდმეტ წელს, და მოკვდა იგი.
- 32ხუთასი წელი შეუსრულდა ნოეს, და შეეძინა სემი, ქამი და იაფეთი.
იტვირთება შემდეგი თავი