დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1ამის შემდეგ უთხრა იეჰოვამ ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი, რადგან დავინახე, რომ შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე ამ თაობაში.
- 2წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდშვიდი, დედალმამალი, უწმინდურ ცხოველთაგან კი - მხოლოდ ორორი, დედალმამალი.
- 3ცის ფრინველთაგან შვიდშვიდი, დედალმამალი, რომ იცოცხლონ ამ ქმნილებებმა მთელი დედამიწის პირზე.
- 4შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. აღვგვი მიწის პირიდან ყოველ არსებას, რომელიც შევქმენი“.
- 5ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა.
- 6ექვსასი წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა დედამიწაზე.
- 7შევიდნენ კიდობანში წარღვნის დაწყებამდე ნოე, მისი ვაჟები, მისი ცოლი და მისი ვაჟების ცოლები.
- 8ყოველ წმინდა და უწმინდურ ცხოველთაგან, ფრინველთაგან და ქვეწარმავალთაგან
- 9ორორი შევიდა ნოესთან კიდობანში, დედალმამალი, სწორედ ისე, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.
- 10შვიდი დღის შემდეგ წარღვნა მოხდა დედამიწაზე.
- 11ნოეს სიცოცხლის მეექვსასე წლის მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს გადმოსკდა ვეებერთელა, ღრმა წყლის სათავეები და გაიხსნა წყლის კარიბჭეები ცაში.
- 12თავსხმა მოდიოდა დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
- 13იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე და მისი ვაჟები - სემი, ქამი და იაფეთი, ნოეს ცოლი და მისი ვაჟების სამივე ცოლი;
- 14ყოველი გარეული და შინაური ცხოველი მათი გვარისდა მიხედვით, ყოველი ქვეწარმავალი მათი გვარისდა მიხედვით, ყოველი ფრინველი მათი გვარისდა მიხედვით, ყოველი ფრთოსანი.
- 15მოდიოდა ნოესთან კიდობანში წყვილწყვილად ყოველგვარი ხორციელი, რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა;
- 16და შევიდა დედალმამალი ყოველგვარი ხორციელიდან, სწორედ ისე, როგორც ღმერთმა უბრძანა მას. შევიდა ისიც და დაკეტა იეჰოვამ კარი.
- 17ორმოცი დღე გრძელდებოდა წარღვნა დედამიწაზე. იმატა წყალმა, აიწია კიდობანი და მაღლა, მიწის ზემოთ დაიწყო ტივტივი.
- 18იმძლავრა წყალმა დედამიწაზე, მატულობდა და მატულობდა, კიდობანი კი წყლის ზედაპირზე მიცურავდა.
- 19ისე იმძლავრა წყალმა დედამიწაზე, რომ დაფარა ყველა მაღალი მთა ცისქვეშეთში;
- 20მათ ზემოთ თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა და დაფარა მთები.
- 21მოისპო ყოველი ხორციელი: ქვეწარმავლები, ფრინველები, შინაური და გარეული ცხოველები, მიწაზე მოფუთფუთე ქმნილებები და მთელი კაცობრიობა.
- 22მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა, რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა - ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო.
- 23ასე აღგავა მან ყოველი არსება მიწის პირიდან - ადამიანებიც და შინაური ცხოველებიც, ქვეწარმავლებიც და ცის ფრინველებიც. აღიგავნენ ისინი მიწის პირიდან. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და კიდობანში მასთან ერთად მყოფნი.
- 24ას ორმოცდაათ დღეს მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.
იტვირთება შემდეგი თავი