დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1ამის შემდეგ გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყველა გარეული და შინაური ცხოველი, რომლებიც მასთან იყვნენ კიდობანში. მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაიწყო წყალმა კლება.
- 2დაიხშო ღრმა წყლის სათავეები და წყლის კარიბჭეები ცაში და შეწყდა ზეციდან თავსხმა.
- 3ნელნელა იწევდა დედამიწაზე წყალი და ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს საგრძნობლად დაიკლო.
- 4მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა.
- 5მეათე თვემდე იკლებდა წყალი და მეათე თვის პირველ დღეს მთების მწვერვალები გამოჩნდა.
- 6მეორმოცე დღის ბოლოს გააღო ნოემ კიდობნის სარკმელი, რომელიც მან გააკეთა,
- 7და გაუშვა ყორანი; გაფრინდებოდა, იფრენდა და უკან ბრუნდებოდა, სანამ წყალი არ დაშრა დედამიწაზე.
- 8შემდეგ მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე.
- 9ვერ იპოვა მტრედმა დასაჯდომი ადგილი და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ მთელი დედამიწის ზედაპირზე იყო. გაიწოდა მან ხელი და კიდობანში შეიყვანა.
- 10შვიდ დღეს მოიცადა და კიდევ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
- 11მოგვიანებით, საღამო ხანს, მოფრინდა მტრედი და ნისკარტით ზეთისხილის ახალმოწყვეტილი ფოთოლი მოიტანა. მიხვდა ნოე, რომ დაეკლო წყალს დედამიწაზე.
- 12კიდევ შვიდ დღეს მოიცადა და გაუშვა მტრედი, რომელიც აღარ დაბრუნებულა მასთან.
- 13ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ კიდობანს სახურავი, რომ გაეხედა. უკვე გამშრალიყო მიწის პირი.
- 14მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გაშრა დედამიწა.
- 15უთხრა ღმერთმა ნოეს:
- 16„გამოდით კიდობნიდან შენ, შენი ცოლი, შენი ვაჟები და მათი ცოლები.
- 17გამოიყვანე ყველა ცოცხალი ქმნილება, ყველა ხორციელი, ფრინველები და ცხოველები, ქვეწარმავლები, რომ მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ“.
- 18მაშინ გამოვიდნენ ნოე, მისი ვაჟები, მისი ცოლი და ვაჟების ცოლები.
- 19გამოვიდნენ კიდობნიდან ცოცხალი ქმნილებები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოძრაობს, თავთავიანთი გვარისდა მიხედვით.
- 20აუგო ნოემ სამსხვერპლო იეჰოვას და წმინდა ცხოველებიდან და წმინდა ფრინველებიდან მსხვერპლი მიიტანა სამსხვერპლოზე დასაწვავ შესაწირავად.
- 21ესიამოვნა დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვას და გულში თქვა იეჰოვამ: „აღარასოდეს დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული; ასე აღარასოდეს გავანადგურებ ცოცხალ არსებებს.
- 22სანამ დედამიწა იარსებებს, არ შეწყდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“.
იტვირთება შემდეგი თავი