დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 36
- 1აჰა, მოდგმა ესავისა ანუ ედომის:
- 2მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხეთელი ციბეონის ძისა,
- 3და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
- 4უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი.
- 5ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იალღამი და კორახი. ესენი არიან ესავის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ქანაანის ქვეყანაში.
- 6წაიყვანა ესავმა ცოლები, ვაჟები და ასულები, მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის ქვეყნად ჰქონდა შეძენილი, და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა ქვეყანაში.
- 7რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის ქვეყანამ.
- 8დასახლდა ესავი სეყირის მთაზე: ესავი იგივე ედომია.
- 9აჰა, მოდგმა ესავისა, ედომელთა წინაპრისა, სეყირის მთაზე.
- 10ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა; რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა.
- 11ელიფაზის ძენი არიან: თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი.
- 12ელიფაზ ესავის ძეს ჰყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.
- 13რეღუელის ძენი: ნანათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.
- 14ხოლო ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელნიც უშვა მან ესავს, იყვნენ: იეყუში, იაღლამი და კორახი.
- 15აჰა, ესავის ძეთა თავკაცნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი.
- 16თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთომი, თავკაცი ყამალეკი; ესენი არიან ელიფაზიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი.
- 17აჰა, ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა; ესენი არიან რეღუელიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ბასმათის ძენი, ესავის ცოლისა.
- 18აჰა, ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი; ესენი არიან ოჰოლიბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა.
- 19ესენი არიან ესავის ძენი და მათი თავკაცნი. ეს არის ედომი.
- 20აჰა, ხორიელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა.
- 21დიშონი, ეცერი, დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცნი, სეყირის ძენი, ედომის ქვეყანაში.
- 22ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი; ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი.
- 23აჰა, ძენი შობალისა: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
- 24აჰა, ძენი ციბყონისა: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც უდაბნოში თბილი წყარო იპოვა, როდესაც მამამისის, ციბყონის, ვირებს მწყემსავდა.
- 25აჰა, ყანას ძენი: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული.
- 26აჰა, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, იეთრანი და ქერანი.
- 27აჰა, ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, ყავანი და ყაკანი.
- 28აჰა, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
- 29აჰა, ხორეელთა თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა.
- 30თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორეელთა თავკაცები, თავ-თავიანთი ტომების და მიხედვით სეყირის ქვეყანაში.
- 31აჰა, მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ.
- 32მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე. მის ქალაქს ერქვა დენჰაბა.
- 33მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი.
- 34მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან.
- 35მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი, ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე; მის ქალაქს ერქვა ყავითი.
- 36მოკვდა ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამლა, მასრეკადან.
- 37მოკვდა სამლა და გამეფდა მის ნაცვლად საული, მდინარისპირა რეხობოთიდან.
- 38მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე.
- 39მოკვდა ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ჰადარი; მის ქალაქს ერქვა ფაყუ, მის ცოლს ერქვა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა.
- 40აჰა, ესავიანთა თავკაცების სახელები მათი გვარტომობისა, ადგილთა და სახელწოდებათა მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ღალვა, თავკაცი იეთეთი,
- 41თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
- 42თავკაცი კენეზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მაბცარი,
- 43თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.
იტვირთება შემდეგი თავი