დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ეს არის ნოეს ძეთა - სემის, ქამისა და იაფეთის მოდგმა, რომლებმაც წარღვნის შემდეგ შვეს შვილები:
- 2იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- 3და გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
- 4და იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და როდანიმი.
- 5და მათგან დასახლდნენ ხალხთა კუნძულები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის საგვარეულოებში, თავიანთ ხალხებს შორის.
- 6ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- 7და ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და ძენი რაყმასი: შება და დედანი.
- 8და ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო თავისი ძალოვანების გამოჩენა მიწაზე.
- 9ის იყო ძალოვანი მონადირე უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა: “ნიმროდივით ძალოვანი მონადირეა უფლის წინაშე.”
- 10და მისი მეფობის დასაბამი იყო: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში.
- 11ამ ქვეყნიდან წავიდა ის აშურში და ააშენა იქ ნინევე, რეხობოთ-ყირი, ქალახი,
- 12და რესენი, რომელიც იყო ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.
- 13მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,
- 14ფათრუსელთა, ქასლუხელთა (საიდანაც გამოვიდნენ ფილისტიმელები) და ქაფთორელთა.
- 15და ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი.
- 16იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელნი,
- 17ხიველნი, ყარკელნი, სინელნი,
- 18არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. და შემდგომ განიფანტნენ ქანაანელთა ტომები.
- 19და იყო ქანაანელთა საზღვარი ციდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.
- 20ესენი იყვნენ ძენი ქამისა თავ-თავის საგვარეულოთა და ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში.
- 21და სემსაც, ყებერის ყველა შვილის მამას, იაფეთის უფროს ძმას, შეეძინა შვილები.
- 22სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
- 23და არამის ძენი: ყუცი, ხული, გეთერი და მაში.
- 24და არფაქშადს შეეძინა შალახი, და შალახს ყებერი.
- 25და ყებერს შეეძინა ორი ძე: სახელი ერთისა ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა. და სახელი მისი ძმისა იოკტანი.
- 26და იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი,
- 27ჰადორამი, უზალი და დიკლა,
- 28ყობალი, აბიმაელი და შება,
- 29ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველანი იოკტანის ძენი იყვნენ.
- 30და მათი დასახლება იყო მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.
- 31ესენი იყვნენ ძენი სემისა თავ-თავის საგვარეულოთა, ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში.
- 32ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავ-თავის მოდგმათა მიხედვით. და წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ხალხთა კუნძულები მთელ მიწაზე.
იტვირთება შემდეგი თავი