დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1და იყო აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: “მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინ და იყავი უმწიკვლო.
- 2და დავდებ ჩემს აღთქმას შენსა და ჩემს შორის, და გაგამრავლებ დიდად.”
- 3და დაემხო აბრამი პირქვე და უთხრა მას ღმერთმა:
- 4“აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: იქნები მრავალი ხალხის მამა.
- 5და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ.
- 6და დიდად გაგამრავლებ და მრავალი ერი გამოვა შენგან, და მეფენი გამოვლენ შენგან.
- 7და დავამყარებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენს, და შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას შორის, მათ მოდგმაში, საუკუნო აღთქმად, რათა ვიყო შენი და, შენს შემდგომ, შენი შთამომავლობის ღმერთი.
- 8და მოგცემთ შენ და, შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას - მთელი ქანაანის ქვეყანას - საუკუნო საკუთრებად, და მე ვიქნები მათი ღმერთი.”
- 9და შემდეგ უთხრა ღმერთმა აბრაამს: “და დაიცავთ ჩემს აღთქმას შენ და შენი შთამომავლობა შემდეგ თაობებში.
- 10და ეს არის აღთქმა ჩემი, რომელსაც დაიცავთ ჩემსა და თქვენს შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს ყოველმა თქვენმა ძემ.
- 11დაიცვითეთ ხორცი თქვენი ჩუჩისა: და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.
- 12და რვა დღისამ დაიცვითოს თქვენმა ყოველმა ძემ თქვენს თაობებში, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგან.
- 13წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად.
- 14და წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც არ დაიცვეთს თავის ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება ის სული თავისი ხალხისაგან, ვინაიდან დაარღვია ჩემი აღთქმა.”
- 15და უთხრა ღმერთმა აბრაამს: “და აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი.
- 16და ვაკურთხებ მას, და ძესაც მოგცემ მისგან. და ვაკურთხებ მასაც და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.”
- 17და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, და თქვა თავის გულში: “ნუთუ ასწლოვანს შეეძინება შვილი? და ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს?”
- 18და უთხრა აბრაამმა ღმერთს: “ნეტავ იცოცხლოს ისმაელმა შენს წინაშე!”
- 19და უთხრა ღმერთმა აბრაამს: “არა, შენი ცოლი, სარა, გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად ისაკს. და დავდებ მასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ მისი შთამომავლობისათვის მის შემდგომ.
- 20და ისმაელისათვის გისმინე შენ: ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და გავამრავლებ მას დიდად. თორმეტ მთავარს წარმოშობს და ვაქცევ მას დიდ ერად.
- 21და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისაკთან, რომელსაც შენ გიშობს სარა მომავალ წელს ამავე დროს.”
- 22და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან, და ამაღლდა მისგან.
- 23და აიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, და ყოველი თავის სახლში შობილი, და ყოველი ვერცხლით ნაყიდი, ყოველი მამრი აბრაამის სახლისა, და წინადაცვითა მათ სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა მას ღმერთმა.
- 24და აბრაამი იყო ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, როდესაც დაიცვითა თავისი ჩუჩის ხორცი.
- 25და ისმაელი, მისი ძე, ცამეტი წლისა იყო, როდესაც დაუცვითა მას ჩუჩის ხორცი.
- 26სწორედ იმ დღეს წინადაიცვითეს აბრაამმა და მისმა ძემ, ისმაელმა.
- 27და მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, დაიცვითეს მასთან ერთად.
იტვირთება შემდეგი თავი