დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.
- 2მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად ადამი მათი შექმნის დღეს.
- 3იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი.
- 4და შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა რვაასი წელი, და შვა ძენი და ასულნი.
- 5და იქმნენ ყოველნი დღენი ადამისა, რაც მან იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელიწადი, და მოკვდა.
- 6და იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი, და შვა ენოში.
- 7და იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 8და იქმნენ ყოველნი დღენი შეთისა ცხრაას თორმეტი წელიწადი, და მოკვდა.
- 9და იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი, და შვა კაინანი.
- 10და იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 11და იქმნენ ყოველნი დღენი ენოშისა ცხრაას ხუთი წელიწადი, და მოკვდა.
- 12და იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი, და შვა მაჰალალელი.
- 13და იცოცხლა კაინანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ რვაას ორმოცი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 14და იქმნენ ყოველნი დღენი კაინანისა ცხრაას ათი წელიწადი, და მოკვდა.
- 15და იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი, და შვა იერედი.
- 16და იცოცხლა მაჰალალელმა იერედის დაბადების შემდგომ რვაას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 17და იქმნენ ყოველნი დღენი მაჰალალელისა რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და მოკვდა.
- 18და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი, და შვა ხანოქი.
- 19და იცოცხლა იარედმა ხანოქის შობის შემდეგ რვაასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 20და იქმნენ ყოველნი დღენი იარედისა ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
- 21და იცოცხლა ხანოქმა სამოცდახუთი წელი, და შვა მეთუშალახი.
- 22და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 23და იქმნენ ყოველნი დღენი ხანოქისა სამას სამოცდახუთი წელიწადი.
- 24და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა.
- 25და იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი, და შეეძინა მას ლამექი.
- 26და იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 27და იქმნენ ყოველნი დღენი მეთუშალახისა ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი, და მოკვდა.
- 28და იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი, და შვა ვაჟი.
- 29და უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: “ეს გვანუგეშებს ჩვენს საქმეებში და ჩვენს მძიმე ჯაფაში, მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა.”
- 30და იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და შვა ძენი და ასულნი.
- 31და იქმნენ ყოველნი დღენი ლამექისა შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი, და მოკვდა.
- 32და იყო ნოე ხუთასი წლის, და შვა სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
იტვირთება შემდეგი თავი