დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. მას ჰყავდა ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი.
- 2და უთხრა სარაიმ აბრამს: „უფალმა დამხშა შვილიერებისაგან. შედი ჩემ მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.“ და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
- 3და ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი ჰაგარი, თავისი მხევალი ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყანაში მისი დასახლების ათი წლისთავზე.
- 4და შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. და როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, თავისი ქალბატონის დამცირება იწყო.
- 5და უთხრა სარაიმ აბრამს: „შენი ბრალია ჩემი დამცირება: მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დამცირება დამიწყო. უფალმა განსაჯოს მე და შენს შორის.“
- 6და უთხრა აბრამმა სარაის: „შენი მხევალი შენს ხელთაა, როგორც გენებოს, ისე მოექეცი.“ და დაუწყო სარაიმ ჩაგვრა ჰაგარს და გაექცა მას ჰაგარი.
- 7და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, შურის გზაზე, წყაროსთან.
- 8და ჰკითხა: „ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“ და უპასუხა მან: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.“
- 9და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.“
- 10და კიდევ უთხრა: „ისე გავამრავლებ შენს მოდგმას, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღრიცხვა.“
- 11და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აჰა, ორსულად ხარ და შობ ძეს, და ისმაელს დაარქმევ მას სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.
- 12იგი იქნება კანჯარივით კაცთა შორის; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება მის წინააღმდეგ, თავისი ძმების პირისპირ იცხოვრებს იგი.“
- 13და უწოდა ჰაგარმა მასთან მოლაპარაკე უფალს სახელად: „ელ-როი,“ რაც ნიშნავდა: ჩემი მხილველი ღმერთი ვიხილე მეც.
- 14ამიტომ უწოდა იმ ჭას ბეერ-ლახაი-როი. იგი მდებარეობს კადეშსა და ბერედს შორის.
- 15და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი.
- 16აბრამი იყო 86 წლისა, როდესაც ჰაგარმა მას ისმაელი უშვა.
იტვირთება შემდეგი თავი