დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ეს არის წიგნი ადამის მოდგმისა; როცა ღმერთმა შექმნა კაცი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.
- 2კაცად და ქალად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად „ადამიანი“ მათი შექმნის დღეს.
- 3ადამმა 130 წელი იცოცხლა და შეეძინა ძე, თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.
- 4შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა 800 წელი, და შვა ძენი და ასულნი.
- 5და სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო 930 წელი და მოკვდა.
- 6იცოცხლა შეთმა 105 წელი და შვა ენოში.
- 7იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ 807 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 8და სრული ხანი შეთისა იყო 912 წელი და მოკვდა.
- 9და იცოცხლა ენოშმა 90 წელი და შვა კენანი.
- 10იცოცხლა ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ 815 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 11და სრული ხანი ენოშისა იყო 905 წელი და მოკვდა.
- 12იცოცხლა კენანმა 70 წელი და შვა მაჰალალელი.
- 13იცოცხლა კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ 840 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 14სრული ხანი კენანისა იყო 910 წელი და მოკვდა.
- 15იცოცხლა მაჰალალელმა 65 წელი, და შვა იარედი.
- 16იცოცხლა მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ 830 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 17იცოცხლა მაჰალალელმა 895 წელი და მოკვდა.
- 18იცოცხლა იარედმა 162 წელი და შვა ენოქი.
- 19ენოქის დაბადების შემდეგ იცოცხლა იარედმა 800 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 20სრული ხანი იარედისა იყო 962 წელი და მოკვდა.
- 21იცოცხლა ენოქმა 65 წელი და შვა მათუსალა.
- 22და დადიოდა ენოქი ღმერთის გზით მათუსალას დაბადების შემდეგ 300 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 23სრული ხანი ენოქისა იყო 365 წელი.
- 24და დადიოდა ენოქი ღმერთის გზით; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა.
- 25იცოცხლა მათუსალამ 187 წელი და შეეძინა მას ლამექი.
- 26იცოცხლა მათუსალამ ლამექის დაბადების შემდეგ 782 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 27სრული ხანი მათუსალასი იყო 969 წელი და მოკვდა.
- 28იცოცხლა ლამექმა 182 წელი, და შვა ვაჟი.
- 29და დაარქვა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებსო ჩვენს საქმეებში და ჩვენს მძიმე ჯაფაში მიწაზე, რომელიც დაწყევლაო უფალმა.
- 30და იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ 595 წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 31სრული ხანი ლამექისა იყო 777 წელი და მოკვდა.
- 32500 წლისა იყო ნოე, როცა შვა სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
იტვირთება შემდეგი თავი