დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1და უთხრა უფალმა ნოეს: „შედით შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე მთელს ამ თაობაში!
- 2ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან – ორ-ორი, მამალი და დედალი;
- 3ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა იცოცხლოს მათმა ნაშიერმა მთელს დედამიწაზე.
- 4რადგან შვიდი დღის შემდეგ მოვიყვან წვიმას მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და მიწის პირისაგან წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.“
- 5და ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა უბრძანა.
- 6600 წლისა იყო ნოე, როდესაც წარღვნა დაიწყო დედამიწაზე.
- 7და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები;
- 8წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი,
- 9წყვილ-წყვილად შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს.
- 10და შვიდი დღის შემდეგ წარღვნა დაიწყო დედამიწაზე.
- 11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს, ამოხეთქეს დიდი უფსკრულის წყაროებმა და გაიხსნა ცათა სარკმელნი.
- 12და აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე.
- 13იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების სამი ცოლი მათთან ერთად,
- 14ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი შინაური პირუტყვი, ყოველგვარი ქვემძრომი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი.
- 15და შევიდა ნოესთან ერთად კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.
- 16და მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელი და შევიდა კიდობანში, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, და დაუგმანა მას კარი უფალმა.
- 17და 40 დღეს იყო წარღვნა მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი.
- 18და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
- 19და მეტისმეტად მომძლავრდა წყალი მიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა ცისქვეშეთში.
- 2015 წყრთით აიწია წყალმა მათზე მაღლა და დაფარა მთები.
- 21და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც მოძრაობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
- 22და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიხოცა.
- 23მიწის პირისაგან აღიგავა ყოველი არსება, რაც კი იყო – კაციდან პირუტყვამდე. ცოცხალი არსებანი ხმელეთზე და ცის ფრინველნი აღიგავნენ მიწის პირისაგან. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
- 24და მატულობდა წყალი მიწაზე 150 დღე.
იტვირთება შემდეგი თავი